Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 „ღმერთმა მოგიყვანა, ბატონო მაიორო!”

7 ივნისს თსუ - უნგრული ენის კურსები / TSU - Hungarian Language Courses მიერ ორგანიზებული ონლაინ ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა ჩვენება მხატვრული ფილმისა, „ღმერთმა მოგიყვანა, ბატონო მაიორო!”. 

 

 უნგრული კლასიკური ეკრანიზაციების ონლაინ ჩვენება უნგრული კულტურის გაცნობის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა.  კინოჩვენების დასაწყისში თსუ უნგრული ენის მოწვეულმა ლექტორი არპად ელეში ესაუბრა ონლაინ ღონისძიების დამსწრეებს  მწერალ იშტვან ორკენზე, რომლელიც (Örkény István) უნგრული ლიტერატურული მოდერნიზმის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო.  მისი „ერთწუთიანი მოთხრობები” უნგრული ლიტერატურის გამორჩეული ნაწილია, რის გამოც ისინი ბევრ უცხო ენაზე ითარგმნა და გამოიცა. ორკენის ერთ-ერთი ტრაგიკომედიის საფუძველზე, 1967 წელს, რეჟისორმა ფაბრიმ გადაიღო ფილმი, სათაურით „ღმერთმა მოგიყვანა, ბატონო მაიორო”. ოსკარის პრემიის ლაურეატობის წყალობით კინოსურათი მსოფლიოს მასშტაბით გახდა ცნობილი.

 ფილმში შენარჩუნებულია წიგნის ძირითადი სიუჟეტი, თემა (მეორე მსოფლიოს ომის პარადოქსული გავლენა საზოგადოებაზე), და მწერლის სული - ორკენის თავისუფალი და მწარე იუმორი.


მხსახიობები: იმრე შინკოვიჩი, ზოლტან ლატინოვიჩი, ვერა ვენცელი